|
2021-03-26 20:09:21, 754 ნახვა
კომენტარი
დევიდ კრამერი - მელია უნდა იყოს გათავისუფლებული ციხიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპრომისი შეუძლებელი იქნება
„მელია უნდა იყოს გათავისუფლებული ციხიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპრომისი შეუძლებელი იქნება“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ დევიდ კრამერმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, თუმცა არა ადგილების შესავსებად. „ნამდვილად ვიცი, რომ ამერიკამ და ევროკავშირმა უნდა იქონიონ გავლენა ორივე მხარეზე, რომ შესაძლებელი იყოს კომპრომისის მიღწევა. უნდა ვიპოვოთ ბალანსი, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, თუმცა არა მხოლოდ ადგილების შესავსებად. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ამერიკა ვერ იტყვის, რომ ეს აუცილებლად საჭიროა, მაგრამ მე მხარს ვუჭერ იმ აზრს, რომ მელია უნდა იყოს გათავისუფლებული ციხიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპრომისი შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა დევიდ კრამერი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)