02:23 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 15:19:22, 350 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი: ყოველ წელს ვაუმჯობესებთ აგროდაზღვევის პროგრამას და დღეს, ძალიან ახლოს ვართ საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აგროდაზღვევის პროექტის მნიშვნელობაზე პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა.

„სისტემურ რეფორმებში არ შეიძლება არ აღინიშნოს აგროდაზღვევის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, იცით, რომ 4 ძირითადი სტიქიური მოვლენისგან არის დაზღვეული მოსავალი. პროგრამა არ ფარავს ყველაფერს, თუმცა, სამინისტროს მომზადებული აქვს აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგია.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რაიმე წარმატებული, კონკრეტული ერთი ქვეყნის მაგალითი, რომელიც შეიძლება აიღოს ვინმემ და გაიმეოროს, არ არსებობს. ჩვენ, წლების განმავლობაში, გავაკეთეთ დეტალური შესწავლა.

ყოველ წელს ვაუმჯობესებთ აგროდაზღვევის პროგრამას და დღეს ძალიან ახლოს ვართ საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან, რომელიც წარმატებულ ქვეყნებშია, ისეთები როგორიც არის ესპანეთი, თურქეთი და ასე შემდეგ.

აგროდაზღვევის ქართული მოდელი წარმატებულია, თუმცა საჭიროებს კიდევ უფრო დახვეწას. ამ კუთხით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს.  შესაძლებლობები, რომელიც კერძო კომპანიებს აქვს, განსავითარებელია და, რა თქმა უნდა, მოსამზადებელია შესაბამისი კადრები, ახალი სისტემებია შესაქმნელი და ეს ყველაფერი ჩვენ ახალ სტრატეგიაში გვაქვს ასახული, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს მომავალში გვექნება კერძო სადაზღვეოებთან, მარეგულირებელთან და სადაზღვევო ასოციაციასთან ერთად“,  - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics