01:02 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 10:52:35, 3945 ნახვა

კულტურა
კოტე მახარაძის 90 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იწყება

კოტე მახარაძის სახელობის საერთაშორისო ასოციაცია LEGE ARTIS,  თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, კოტე მახარაძის დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო წელთან დაკავშირებულ ღონისძიებებს იწყებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 22 სექტემბერს 14:00 საათზე კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, პროექტ „კოტე მახარაძე 90“-ის ფარგლებში, აწყობს ღონისძიებათა საპრეზენტაციო შეხვედრას საზოგადოების წარმომადგენლებთან, მის კოლეგებთან და მეგობრებთან.

23 სექტემბრიდან დასასვენებელ პარკ „მზიურში“ ნაჩვენები იქნება სპექტაკლების ვიდეო ჩანაწერები, რომლებშიც კოტე მახარაძე მონაწილეობდა: 23 სექტემბერი “ბაგრატიონები“, 24 სექტემბერი „აკაკი“ 25 სექტემბერი „ილია“. ჩვენებები 20:00 საათზე დაიწყება და მათზე დასწრება თავისუფალია!

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics