|
2015-03-05 15:11:56, 396 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ნუკრიანში ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა გაიხსნა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა გახსნა. ღონისძიებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, კახეთის მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები დაესწრნენ. იუსტიციის მინისტრმა ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს ინიციატივით მიმართა რომ აღნიშნულ ბიბილიოთეკას მხატვარ დავით კრაწაშვილის სახელი მიენიჭოს. როგორც ცნობილია, დავით კრაწაშვილი წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანიდან იყო. დავით კრაწაშვილი დაიბადა თბილისში - 1963 წლის 9 ივლისს; ფენომენალური ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდა ხატავდა, წერდა ლექსებს და მღეროდა. იგი ძალიან ახალგაზრდა - 1980 წლის - 13 ივლისს, 17 წლის ასაკში გარდაიცვალა. დავით კრაწაშვილმა დატოვა 1000-მდე ფერწერული, გრაფიკული ნამუშევარი, 35 ლექსი და 10-მდე დღიური. არ შემორჩენილა მისი მუსიკალური იმპროვიზაციები, რადგან არასოდეს გადაჰქონდა ისინი სანოტო რვეულში. სოფელ ნუკრიანის საზოგადოებრივი ცენტრი ბიბლიოთეკის ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად, მოსახლეობას საშუალებას მისცემს მიიღოს სხვადასხვა სახის სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისები. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ნუკრიანის საზოგადოებრივ ცენტრში დაინერგება სრულიად ახლებური, თანამედროვე ბიბლიოთეკის მოდელი. სერვისების განვითარების სააგენტოსთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით, ბიბლიოთეკების ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ ცენტრს ექნება შესაძლებლობა ბიბლიოთეკის ფუნქციებთან ერთად, გასცეს სხვადასხვა სახის სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისი. ხელმისაწვდომი გახადოს მობილური ოპერატორის და ბანკის სერვისებიც. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს უფასო ინტერნეტით. ანალოგიური ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა, 27 თებერვალს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა. პროექტი, სახელწოდებით „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, დაფინანსებულია IREX-ის მიერ Beyond Access-ის პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით.
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)