03:31 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 15:47:51, 1027 ნახვა

კომენტარი
სოსო ფხაკაძე: თუ თურქეთში არასტაბილური გარემო გაგრძელდება, ის საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება

"ვისოლ ჯგუფის"  პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, თურქეთი საქართველოს  ძალიან მნიშვნელოვანი  სავაჭრო პარტნიორია და იქ არსებული არასტაბილური მდგომარეობა,  საქართველოზე ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.

ამიტომ, ფხაკაძე მიესალმება, რომ თურქეთში  ვითარება მოკლე დროში დასტაბილურდა:

"დღევანდელ,  21-ე საუკუნეში არ შეიძლება რომელიმე ქვეყანა ცალკე აღებული ვითარდებოდეს, ის ჩართულია გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში, თურქეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი  ჩვენთვის და არა მარტო სავაჭრო პარტნიორი და ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი მოკლე დროში დამთავრდა, თორემ ცალსახად ის იმოქმედებდა საკმაოდ ნეგატიურად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი სწრაფად დასრულდა, რაიმე გართულებას არ ველოდებით. თუ  გაგრძელდება ნებისმიერი არასტაბილური პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემო ჩვენს ერთ-ერთ სავაჭრო პარტნიორში,  როგორიცაა თურქეთი, ის დადებითად  ვერ ერთ შემთხვევაში ვერ იმოქმედებს საქართველოზე და ამის მოწმეები რამოდენიმეჯერ უკვე გავხდით. ჩვენ უკვე რამოდენიმეჯერ გავიგეთ, თუ რაოდენ დიდ გავლენას ახდენენ სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები ყველაზე მინიმუმ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე",-განაცხადა სოსო ფხაკაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics