03:11 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 10:36:57, 741 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა ჯვრის უღელტეხილიდან ლატვიელი ტურისტები უვნებლად ჩამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ჯვრის უღელტეხილიდან თოვლში ჩარჩენილო ორი ლატვიელი ტურისტი უვნებლად ჩამოიყვანეს.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ორი ლატვიელი ტურისტი ვერ ახერხებდა გამოსვლას და დახმარებას ითხოვდა.

შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე დაუყოვნებლივ გაიგზავნა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფი. 

უწყების ცნობით, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო დღის განმავლობაში მაშველები ტურისტების ადგილსამყოფელამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. მაშველებს ტურისტებთან სატელეფონო კავშირი ჰქონდათ და ინფორმირებულები იყვნენ იმის შესახებ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ტურისტებს კარავი ჰქონდათ გაშლილი და სამაშველო ჯგუფს ელოდებოდნენ. დღის ბოლოს, შსს-ს მაშველებმა წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად ლატვიელი ტურისტები უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics