18:27 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 16:08:00, 608 ნახვა

სამხედრო
ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე მესამე ქვეითი ბრიგადის არაგეგმიური სატანკო სწავლება გაიმართა

ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე მესამე ქვეითი ბრიგადის არაგეგმიური სატანკო სწავლება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჩვენებელ წვრთნას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სახმელეთო ძალების დასავლეთ სარდლობის წარმომადგენლები დაესწრნენ. სამხედრო სწავლებაში მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის გაძლიერებულმა ოცეულმა მიიღო მონაწილეობა.

სწავლების „ჯავშანსატანკო ჩასაფრება“ სცენარი სასიკვდილო ზონაში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურებას და მისი გადაადგილების შესახებ მაღალი მნიშვნელობის ინფორმაციის მოპოვებას ითვალისწინებდა. სამხედრო მოსამსახურეებმა საჩვენებელი წვრთნის დროს ტაქტიკური და საცეცხლე ამოცანები შეასრულეს. სწავლების ფარგლებში დაშავებულის ევაკუაციაც განხორციელდა.

სამხედრო წვრთნების მიზანს საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება წარმოადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics