15:04 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 13:09:11, 710 ნახვა

სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლიცეუმის მეოთხე გამოშვების კურსდამთავრებულებს სასწავლებლის წარმატებით დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა.

საზეიმო ცერემონიალის დასასრულს ლიცეუმის კურსდამთავრებულებმა საჩუქრად წიგნები - „გენერლები საქართველოდან“ და „ჩვენი ფასეულობანი - საქართველოს ბუნება“ მიიღეს. კადეტებს სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცათ.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და კადეტების ოჯახის წევრები დაესწრნენ. კურსის გამოშვების ცერემონილი კადეტების მიერ წარმოდგენილი კონცერტით დასრულდა.

წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 84 კადეტმა დაამთავრა. მათი უმრავლესობა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გეგმავს სწავლის გაგრძელებას. კადეტი რადიონ ცხაკაია კი აშშ-ის საზღვაო აკადემიაში უკვე ჩაირიცხა და ახლო მომავალში აშშ-ში გაემგზავრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics