20:48 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 16:22:55, 706 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი სამხედროების საზოგადოებაში ინტეგრირების მხარდაჭერას აგრძელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი ქართველი სამხედროების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრირების მხარდაჭერას განაგრძობს. 

თავდაცვის სამინისტროს სპორტულ დარბაზში, დღეს, საომარი მოქმედებების დროს და სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში დაჭრილ 13 სამხედრო მოსამსახურეს სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრებები ჩაუტარდათ.

როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, შეჯიბრების მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სპორტულ ღონისძიებებში აქტიური ჩართვაა.

ცნობისთვის, დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაციას თავდაცვის სამინისტროში სპეციალურად შექმნილი „ინტერდისციპლინარული ამპუტირებულთა/დაჭრილთა რეაბილიტაციის“ (IDART) გუნდი უზრუნველყოფს. ჯგუფის წევრებს გავლილი აქვთ ტრეინინგი როგორც საზღვარგარეთ (აშშ), ასევე საქართველოში ამერიკელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით.

ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსის დასრულების შემდეგ, მოხდება დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გადაფასება და საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად კურსის გაგრძელება. ასევე შეფასდება მათი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ფუნქციური მდგომარეობა.
სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელობით, 2014 წლიდან დღემდე წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი 98-მა სამხედრო მოსამსახურემ ოჯახის წევრებთან ერთად გაიარა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics