14:23 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 15:35:42, 479 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: იური ვაზაგაშვილის ლიკვიდაცია მათ მოახდინეს, ვინც მისი შვილის საქმის გაუხსნელობითაა დაინტერესებული

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი არ გამორიცხავს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა  მისი შვილის საქმის გამოძიების  აქტიურ ფაზაში შესვლასთან კავშირში იყოს.

როგორც მან დღევანდელ  პრესკონფერენციაზე  განაცხადა, იური ვაზაგაშვილი მათი მოკლულია, ვინც ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გაუხსნელობითაა დაინტერესებული.

"არ არის გამორიცხული, რომ  იური ვაზაგაშვილის ლიკვიდაცია პირდაპირ კავშირში იყოს ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების ასეთ აქტიურ ფაზაში შესვლასთან. ვინც შეიძლება გარკვეულწილად დაინტერესებული ყოფილიყო ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გაუხსნელობით,  მათი მხრიდან არის ეს ლიკვიდაცია განხორციელებული",-განაცხადა  გაგი მოსიაშვილმა.

მისივე განმარტებით, იური ვაზაგაშვილი აპირებდა შეხვედროდა მოწმეს, რომელიც თვითმხილველი იყო და იცოდა, თუ რა გარემოებებში დაუღუპა  მისი შვილი.

 "იური წინა დღეებში საუბრობდა მოწმესთან დაკავშირებით,  რომელიც იყო თვითმხილველი და რომელსაც გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. დიახაც არსებობს ასეთი მოწმე",-განაცხადა ადვოკატმა.

კიდევ ერთი ადვოკატის მერაბ ჩიქოვანის თქმით, იური ვაზაგაშვილის საქმეზე გამოძიება აქტიურად მუშაობს. იკითხებიან თუ არა ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე ბრალდებულები,  იური ვაზაგაშვილის საქმეზე- მერაბ ჩიქოვანმა  ამ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა.

"გამოძიება აქტიურად მუშაობს. იკითხებ აყველა ის  ადამიანი, ვინც შეიძლება ფლობდეს გარკვეულ ინფორმაციას გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვინ იკითხება",-განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს. ყარაფილას სასაფლაოზე, სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics