2015-01-19 14:08:01, 367 ნახვა
საზოგადოება
მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზ (იორამაშვილი) გარდაიცვალა
მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზ იორამაშვილი გარდაიცვალა.
მიტროპოლიტი თადეოზი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, დღეს გამთენიისას გარდაიცვალა.
იორამაშვილი პირველი მღვდელმთავარია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მისი ინტრონიზაციის შემდეგ მღვდელმთავრად გამოარჩია და 1978 წლის 2 აგვისტოს აკურთხა.
ოფიციალური ცნობით, 2013 წელს წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი თადეოზი ტიტულოვანი მღვდელმთავარი გახდა და მას მარაბდელი მიტროპოლიტი ეწოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან