14:03 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 16:56:25, 3863 ნახვა

კულტურა
Check in „Georgia” ფარგლებში, თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალი გაიმართება

მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროექტის Check in „Georgia” ფარგლებში 10-13 ნოემბერს, თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალი გაიმართება.

ტრადიციულად, თბილისის საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს უმასპინძლებს. 

10 ნოემბერს, თბილისის ჯაზ-ფესტივალს ლეგენდარული ბრიტანელი ჯაზ შემსრულებელი ჯეიმი კალუმი გახსნის. მორიგ საკონცერტო დღეს, ქართველი მელომანების წინაშე ვარსკვლავურ ტრიოსთან ერთად გრემის მფლობელი მესაყვირე, მულტიინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი ნიკოლას პეიტონი წარდგება. წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის 4 დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეა ასევე, ცნობილი ჰოლანდილი საქსოფონისტი ქენდი დალფერი, რომელიც საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა. 13 ნოემბერს კი, თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალს მსოფლიოს საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტის გრეგორი პორტერის კონცერტი დახურავს.

ფესტივალის პროგრამა: 10 ნოემბერი - 20:00 სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - JAMIE CULLUM,  11 ნოემბერი 20:00 სთ - თბილისის ივენთ ჰოლი -NICHOLAS PAYTON TRIO, 12 ნოემბერი- 20:00 სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - CANDY DULFER & BAND,  13 ნოემბერი - 20:00 სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - GREGORY PORTER

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics