01:37 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-30 15:45:42, 1292 ნახვა

კომენტარი
კალაძე - ახალგაზრდებს იყენებენ მხოლოდ ისეთი ადამიანების შექმნისთვის, როგორსაც ვხედავთ ყოველ საღამოს რუსთაველზე

„ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუ ვის და რას ემსახურებიან  აგენტურის წარმომადგენლები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე, საპროტესტო ტალღის აგორებისა და ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციის ორგანიზების მიზნით, სხვადასხვა ტრენინგში ახალგაზრდების, მათ შორის სკოლის მოსწავლეების, ჩართვის შესახებ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  უნივერსიტეტების გავლით უცხოური დაფინანსების თემები უკვე გაშიფრულია.

„ამ ახალგაზრდებს იყენებენ მხოლოდ და მხოლოდ ისეთი ადამიანების შექმნისთვის, როგორსაც ვხედავთ ყოველ საღამოს რუსთაველზე. ეს შემთხვევითი არ არის, ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ქვეყანაში, რომ აგენტურული ქსელი გაეკეთებინათ. უამრავი თანხა იხარჯებოდა და ახლაც აქვთ მცდელობა. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, ვითომ რაღაც კარგი საქმით იყვნენ დაკავებულნი ქვეყანაში, ძირითადი თანხები ხმარდებოდა პოლიტიკას,  ბოროტებას, ადამიანების დაპირისპირების წახალისებას, პოლარიზაციის გაღრმავებას. არასამთავრობო ორგანიზაციების თემა უკვე გაშიფრულია. მცდელობა ჰქონდათ და უნივერსიტეტების გავლით აკეთებდნენ ამას და ესეც საზოგადოებას ვაჩვენეთ, თუ როგორ მუშაობს. მაგრამ მარტო საქართველოში კი არ არის, ყველგან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, გლობალური ომის პარტია, ე.წ. „დიფ სთეითი“, ამ მეთოდებით მუშაობს, რაზეც საუბრობს აშშ-ის პრეზიდენტი. ამიტომ ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუ ვის და რას ემსახურებიან  აგენტურის წარმომადგენლები“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics