14:04 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 11:01:18, 670 ნახვა

სხვადასხვა
ფოთის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ავტოავარიისას დაზიანებული მედპერსონალი მოინახულეს

ზაფხულში,გრიგოლეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად, ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებმა -ექიმმა მანანა ლომაძემ, მედდამ- ნანული ბებიამ და ავტომანქანის მძღოლმა დავით ჯანაშიამ სხეულის დაზიანებები მიიღეს.

ფოთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ავტოავარიაში მოყოლილმა ფოთელმა მედპერსონალი სარებილიტაციო კურსს ამ დრომდე გადის.

ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ , საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ, ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა მაია მაკალათიამ და ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა კესო გელენიძემ ექიმი-მანანა ლომაძე, მედდა-ნანული ბებია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანის მძღოლი დავით ჯანაშია საცხოვრებელ სახლებში მოინახულეს.

სამივე მედიცინის მუშაკს ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცათ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics