2020-11-04 21:00:14, 878 ნახვა
საოლქო კომისიებიდან, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლები გამოაძევეს
საოლქო კომისიებიდან, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლები გამოაძევეს.
ამის შესახებ ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემაც დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ისანში, სამგორში, საბურთალოზე და გლდანში საოლქო კომისიებთან დაძაბული ვითარებაა.
საჩივრების განხილვის ფონზე, აქციები იმართება. აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიების წევრები განხილვებზე დასწრებას ითხოვენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,