13:58 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 09:59:47, 566 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი ნავთობპროდუქტების ბაზარზე შუამავალი კომპანიების მიერ კონკურენციის კანონის დარღვევაზე საუბრობს

ნავთობიმპორტიორი კომპანიების ფაქტობრივი საოპერაციო ხარჯები არ გაზრდილა, შემცირდა საერთაშორისო ბაზრებზე შეძენილი ნავთობპროდუქტების ფასი, მაგრამ სამწუხაროდ გაუგებარი რჩება,  ამ  ფასთა სხვაობის ეფექტით რატომ ვერ ისარგებლა ადგილობრივმა მომხმარებელმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  

პრემიერის თქმით, 2014 წლის მეორე ნახევარში მსოფლიო ბაზარზე  დაიწყო ნავთობზე ფასების მნიშვნელოვნად შემცირების ტენდენცია და დღეის მდგომარეობით  სახეზეა დაახლოებით 60% -მდე კლება.

კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის პირველადი შედეგების თანახმად, ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ  მოვლენებს   ადეკვატური ასახვა ქართულ ბაზარზე მაქსიმუმ ერთ თვეში უნდა ჰქონოდა.

„სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, რაც ჩვენი საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილების საბაბი გახდა და გააჩინა კითხვები. ჩვენი აზრით, თავისუფალ ბაზარზე  ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, უნდა მომხდარიყო კომპანიების მიერ  ადექვატური საფასო პოლიტიკის განხორციელება. თუმცა, ამის საპირისპიროდ, სახეზეა კომპანიების მიერ ფასების უმნიშვნელო შემცირება. გარდა ამისა, არაერთგზის დაფიქსირდა  შუამავალი კომპანიების მიერ ერთი და იმავე სახეობის ნავთობპროდუქტების რადიკალურად განსხვავებულ ფასებში შეძენა. ეს არის კონკურენციის კანონის დარღვევა/კერძოდ ამ კანონის მე-7 მუხლის  პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით,   აკრძალულია გარკვეული სავაჭრო პარტნიორების მიმართ იდენტურ ტრანსაქციებზე განსხვავებული ან დისკრიმინაციული პირობების გამოყენება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კონკურენციის სააგენტო საკითხის სიღრმისეულ კვლევას განაგრძობს, ხელისუფლება გაატარებს შესაბამის  ღონიძიებებს  და კანონის ფარგლებში დაიცავს მომხმარებლის ინტერესებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics