13:55 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 14:45:04, 921 ნახვა

მსოფლიო
ლავროვი: პერმიაკოვის სასამართლო პროცესი სომხეთში გაიმართება და მაქსიმალურად ღია იქნება

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ  სასამართლო გარჩევა სომხეთის ტერიტორიაზე მოხდება და ის მაქსიმალურად ღია იქნება“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხეთის ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაში  ეჭვმიტანილი რუსი სამხედრო პირის ვალერი პერმიაკოვის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

ლავროვის თქმით, დამნაშავემ მკაცრი სასჯელი უნდა მოიხადოს, რომ მომავალში მსგავსი რამ არ მოხდეს.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ სასამართლო  გარჩევა სომხეთის ტერიტორიაზე მოხდება და ის მაქსიმალურად ღია და ერთობლივი იქნება.  დარწმუნებული ვარ სასამართლო გამოიტანს ობიექტურ და  ადეკვატურ ვერდიქტს საზარელ დანაშაულზე. ჩვენ ვხედავთ  სიტუაციის პოლიტიზების მცდელობას, მაგრამ ეს არ ხდება  ხელისუფლების მხრიდან. ბევრი ცდილობს ეს ტრაგედია საკუთარი გეოპოლიტიკური  უპირატესობის მიღებისთვის გამოიყენოს. ეს ამაზრზენი და დაუშვებელია, რაც სომეხ ხალხს  არ შეშვენის. ჩვენ  ყველაფერს გავაკეთებთ  რომ დაუსჯელი არ დარჩეს,  დამნაშავემ მკაცრი სასჯელი უნდა მოიხადოს, რომ მომავალში მსგავსი რამ არ მოხდეს“,-განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედრო  პირმა ვალერი პერმიაკოვმა სომხეთის ქალაქ გიუმრიში, ავეტისიანების ოჯახი ჩაცხრილა, მათ შორის ექვსი თვის ჩვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics