14:05 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 12:00:50, 5191 ნახვა

კულტურა
პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ ჰოლივუდური კომპანიების მენეჯერები დაინტერესდნენ

ჰოლივუდური კინომწარმოებელი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერებმა და სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა საქართველოში კინოგადაღების პოტიანციალი და შესაძლებლობები განიხილეს.

ქ. ლოს-ანჯელესში,  პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაციის მიზნით, შეხვედრები  ისეთ კომპანიებთან შედგა, როგორებიცაა: Disney Studios, ABC Studios, Cable Networks, Marvel Studios, Lucasfilm, Paramount pictures, HBO და Universal pictures.

სააგენტოს დირექტორმა და პროგრამის წარმომადგენლებმა კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრეს და განიხილეს ყველა ის სამუშაო დეტალი, რომელიც გადაღებებს ახლავს თან, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამერიკული მხრიდან.

თითოეული კომპანიის ხელმძღვანელისთვის ძალიან მომხიბლავი ფაქტი იყო ის რომ სახელმწიფოს აქვს ე.წ “Cash Rebate” პროგრამა, რომელიც საქართველოში დახარჯული  კვალიფიციური ხარჯების 20%-დან 25%-მდე დაბრუნებას ითვალისწინებს, დაბალი გადასახადები, მოქნილი და სწრაფი პროცედურები და რაც მთავარია მრავალფეროვანი, ოთხი სეზონის ლოკაციები.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics