17:05 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-09 14:50:24, 1868 ნახვა

ევროპის ამბები
სუბარი: ქალბატონი სალომე იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი

"ჩვენ გვაქვს შანსი ერთი ძლიერი გუნდით ვიბრძოლოთ ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის. სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის რჩება თავისი პრინციპების ერთგული. ეს პრინციპები შეიძლება იყოს დაპირისპირებული ხელისუფლებასთან, შეიძლება იყოს ზოგჯერ დაპირისპირებული ხელისუფლების რომელიმე გადაწყვეტილებასთან, მაგრამ ის ყოველთვის დგას ქვეყნის სამსახურში. არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მას ერთი წუთით ამ პრინციპისთვის ეღალატოს. ქალბატონი სალომე იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ამ ქვეყანაში. ჩვენ ყველანი ერთად, დარწმუნებულები ვართ, რასაც ვაჩვენებთ კიდევაც 28 ოქტომბერს. რატომ არის მნიშვნელოვანი რომ სწორედ ასეთი ადამიანი იყოს ქვეყნის პრეზიდენტი/ სწორედ იმიტომ, რომ ეს ადამიანი შეძლებს იმ ერთიანობის შეგრძნების შემოტანას ქართულ საზოგადოებაში, რაც ასე ძალიან გვაკლია და რაც ასე ძალიან გვიჭირს - კრიტიკული, როცა საჭიროა, მაგრამ ერთიანი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ეს არის მთავარი პრინციპი, რომლითაც ჩვენ ყველანი ვხელმძღვანელობთ და რომლითაც ყველანი ვმოქმედებთ როცა საქართველოს სჭირდება". 

განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა რუსთავში ამომრჩეველან შეხვედრაზე. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics