13:15 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 22:23:55, 2887 ნახვა

კულტურა
ევროპის კვირეულის ფარგლებში, სპექტაკლის "იქ, სადაც შენი სახლია" პრემიერა გაიმართა

გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ახალგაზრდა  რეჟისორთა სპექტაკლის  "იქ, სადაც შენი სახლია" პრემიერა გაიმართა. 5 მინიატურისგან შემდგარი  სპექტაკლის მიზანი ქართული და ევროპული  ღირებულებების  ერთობის წარმოჩენა იყო. საქართველოში მსგავსი ხასიათის ღონისძიება პირველად განხორციელდა.
"დღეს ევროპის კვირეულის ფარგლებში გაიმართა პრემიერა "იქ,  სადაც  შენი სახლია", სპექტაკლი შექმნეს  ახალგაზრდა რეჟისორებმა, რომელიც ძირითადად მოგვითხრობს ევროპული და ქართული  ფასეულობების ერთობაზე. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივაა და პირველად   ჩატარდა მსგავსი ღონისძიება საქართველოში. ჩვენი მიზანია, რომ ევროპის კვირეულში და, არა მარტო ევროპის კვირეულში, ჩავრთოთ ყველა, ვისაც კი ინტერესი აქვს ამ პროცესის მიმართ. ამ შემთხვევაში ჩვენ ახალგაზრდების ინიციატივას დავუჭირეთ მხარი, ვნახეთ მათ მიერ შექმნილი სპექტაკლი და  იმედი გვაქვს,  ამ სპექტაკლით საშუალება მოგვეცემა რაიონებში, რეგიონებში, სხვადასხვა დაწესებულებებში საუბარს ჩავუყაროთ საფუძველი ევროპულ და ქართულ ფასეულობათა ერთობაზე",-განაცხადა სსიპ  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე გოცაძემ.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ  მაყურებელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მიმართა.საპატიო სტუმრის რანგში ღონისძიებაში მონაწილეობა  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის  პრეზიდენტმა ან ბრასერმა მიიღო.
ღონისძიებას საქართვრლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დილპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო  საზოგადოების  წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის  საკითხებში სახელმწიფო  მინისტრის აპარატისა და კულტურისა და  ძეგლთა დაცვის  სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics