18:01 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 13:46:22, 878 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი: ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან ურთიერთობები უნდა გავაღრმაოთ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც ივანიშვილმა GDS-ის ახალ სატელევიზო გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, საქართველოს ყველა მეზობელთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს.

ამასთან, ივანიშვილის თქმით, დღეს ქვეყანას  ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება ჰყავს:

"ჩვენ აუცილებლად უნდა დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობები და ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. ევროკავშირის ელჩი შემხვდა ბოლოს და საუბარი დაიწყო, გილოცავთ, როგორ მოახერხეთ, ასეთი სტაბილური ქვეყანა, ევროპელებსაც კი შურთ თქვენიო. 4 წელიწადში მართლაც რა საოცრება მოახერხა ქვეყანამ იმიტომ, რომ ხალხზე მზრუნავი ხელისუფლებაა დღეს, ასეთი პრემიერია კვირიკაშვილი. ასეთი გუნდია "ქართული ოცნება" და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სწორი არჩევანი გააკეთეთ. თავისით არაფერი მომხდარა. თავისით ის ომიც არ მომხდარა და ამაში წვლილი საკუთრივ ხელისუფლებას აქვს.რუსეთს თავისი წვლილი და დნაშაული აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს.  ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან ურთიერთობები უნდა გავაღრმაოთ და პირველ რიგში- ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics