23:20 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 16:34:26, 1153 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის პოლიცია ძმებ კოაშებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით ძმები კოაშების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.  

ქალაქ დამარტენ-ან-გოელში, სტამბის შენობაში  Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები ძმები კოაშები იმყოფებიან, რომლებსაც მძევლად, სავარაუდოდ, 26 წლის მამაკაცი  ჰყავთ აყვანილი.

პოლიცია მათთან მოლაპარაკებას ტელეფონით აწარმოებს. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სამართალდამცველებს უთხრეს, რომ მოწამებრივი სიკვდილი სურთ. ქალაქი სპეცრაზმის ალყაშია და მის  თავზე ვერტმფრენები დაფრინავენ. სპეცოპერაციას პირადად ქვეყნის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი, ხელმძღვანელობს. საფრანგეთის დედაქალაქში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. დამარტენ-ან-გოელში მცხოვრებლებს პოლიციამ მათივე უსაფრთხოების მიზნით, სახლიდან გასვლა აუკრძალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics