01:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 10:53:21, 7971 ნახვა

კულტურა
მწვანე ქალაქმა ლისზე რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალს უმასპინძლა

მწვანე ქალაქმა ლისზე რეზო გელაშვილის სახელობის პარკში, თიბისის მხარდაჭერით, ქალაქური სიმღერების ყოველწლიურ ფესტივალს უმასპინძლა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა: „შვიდკაცა", „ოთხი გია", „მუხამბაზი", „ჰანგები", „რონი", „ცისფერი ტრიო", „ბალადა", ნუგზარ კვაშალის ტრიო და „ნონაკორდი". საღამოს მომღერლის მეგობრები, საზოგადო მოღვაწეები და ქალაქური სიმღერების მოყვარულები ესწრებოდნენ.

რეზო გელაშვილი წლების განმავლობაში ზაზა ვეფხვაძესთან და ზურაბ ცქიტიშვილთან ერთად ტრიო „სიმში" მღეროდა. ახალგაზრდა მეგობრების ერთად შესრულებული პირველი კომპოზიცია ირაკლი აბაშიძის ლექსის მიხედვით, ოთარ რამიშვილის შექმნილი სიმღერა - „წუხელ თოვდა" იყო. 1991 წელს ტრიომ პირველი აუდიოკასეტა, სახელწოდებით „რეტრო" ჩაწერა, რომელიც კინოფილმებიდან ქართველი კომპოზიტორების შექმნილ კომპოზიციებს აერთიანებდა. 28 წლის განმავლობაში კი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩაატარა კონცერტი. ტრიო „სიმის" მუსიკალური რეპერტუარიდანაა ისეთი ცნობილი ქალაქური სიმღერები, როგორებიცაა: „ქუთაისო ჩემო", „თუთა", „ღვინის აღმართი", „კესანები" და სხვა.

2011 წელს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ ტრიო „სიმის" ვარსკვლავი გაიხსნა.

რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალი მესამე წელია ტარდება. თარიღი საგანგებოდ შეირჩა და ის რეზო გელაშვილის დაბადების დღეს ეძღვნება. მომღერალს 13 ივლისს 65 წელი შეუსრულდებოდა.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics