16:13 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 09:54:30, 711 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი იოჰანეს ჰანს შეხვდა

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგით განსაზღვრული პრიორიტეტები, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკურ-სოციალური რეფორმები; რეგიონის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და ამ მიმართულებით ევროკავშირის როლის გაძლიერების მნიშვნელობა, - ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის შეხვედრის მთავარი თემები იყო.
პრემიერმა ევროკომისარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა მას საქართველოს ევროპული მომავლისადმი მკაფიო მხარდაჭერად განიხილავს.
ევროკომისართან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან  „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ ე.წ შეთანხმების ხელმოწერას და ცხინვალის რეჟიმთან ანალოგიური შეთანხმების გაფორმების გეგმას.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი, რომელზეც საქართველო კონკრეტული შედეგების დემონსტრირებას გეგმავს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კვარაცხელია - საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ხმის მისაცემად უნდა ჩამოვიდეს ქვეყანაში
ხუნდაძე -ფასების შემცირებაზე კომისია შევქმენით, მაგრამ ფასები იზრდება
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics