03:44 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 12:57:12, 849 ნახვა

სამხედრო
საბრძოლო ზონიდან დაღუპული ქართველი მეომრის გამოყვანა მისი ცხედრის დანაღმვის გამო ვერ ხერხდებოდა

სააგენტო "ექსპრესნიუსს" უკრაინიდან ოქსანა პინჩუკი დაუკავშირდა, რომლის ძმა და მეუღლე ფრონტზე იბრძვიან და თვითონ კი ზურგიდან ეხმარება უკრაინულ არმიას.

მან "ექსპრესნიუსს" მიაწოდა ინფორმაცია, თუ რატომ ვერ ხერხდებოდა შიროკინაში დაღუპული ქართველი მეომრის, ჯანელიძის, ცხედრის გამოყვანა.

"წითელი ჯვრის თხოვნის შედეგად მიცვალებულის გამოყვანის დროს, რუსმა მკვლელებმა მიცვალებულის სხეული დანაღმეს. ცხედარი დანაღმეს, ეს ხალხია? ჩვენები რატომღაც დუმან და ამ ფაქტის შესახებ არაფერს ამბობენ", - აცხადებს "ექსპრესნიუსთან" საუბარში ოქსანა პინჩუკი.

შეგახსენებთ, ქართველი სამხედრო გიორგი ჯანელიძე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შიროკინოში რამდენიმე დღის წინ  დაიღუპა. ის ბატალიონ „აზოვში“ მსახურობდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი ცხედარი  დნეტროპეტროვსკშია გადაყვანილი.  კიევში გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი შედგება.  შემდეგ კი,  ცხედარს საქართველოში ჩამოასვენებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics