03:44 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-19 13:19:47, 790 ნახვა

სამხედრო
„უნა-უნსოს“ ბატალიონის ინფორმაციით, უკრაინაში მეორე ქართველი ჯარისკაცი დაჭრილია

უკრაინული ორგანიზაცია „უნა-უნსოს“ ბატალიონის ინფორმაციით, უკრაინაში მეორე ქართველი ჯარისკაცი დაჭრილია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, პოლკოვნიკმა, დოდო გუგეშაშვილმა აცნობა.

 „მეორე დაღუპულის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს.დავრეკე და მეუბნებიან, რომ მე-2 არის დაჭრილი და ჯერჯერობით, როგორც მეუბნებიან, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.ამ ინფორმაციას ვიღებ უკრაინელი ბენდერებისაგან, რომლებიც იქვე, სადაც ვიყავი, მოსაზღვარე ბატალიონში არიან იმიტომ, რომ "აზოვთან“ არ მაქვს არანაირი ურთიერთობა, მაგრამ მარიუპოლის ტერიტორიაზეა ბრძოლები, მეც მარიუპოლში ვიყავი და, აქედან გამომდინარე, ზუსტად ვიცი ის ტერიტორია და ის, თუ რომელი ნაწილიც იდგა. დღეს დილით რომ დავრეკე „უნა-უნსოს“ ბატალიონში,  იმ ბატალიონში, რომელსაც აქ წარმოვადგენ , გიორგი ჯანელიძის დაღუპვა  დამიდასტურეს და მითხრეს, რომ მეორე არის დაჭრილი|“,-განუცხადა დოდო გუგეშაშვილმა „ექსპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, ქართველი სამხედრო გიორგი ჯანელიძე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შიროკინოში გუშინ დაიღუპა. ის ბატალიონ „აზოვში“ მსახურობდა.   გავრცელდა  ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ,  კიდევ ერთი ქართველია დაღუპული.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics