16:02 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-03 14:50:36, 2779 ნახვა

საზოგადოება
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დავაკავეთ

შსს-ს ცნობით, გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა.

განცხადების თანახმად, დაკავებულია 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ. - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით.

"სამართალდამცველებმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის - ლ.ჩ.-ს პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ განცხადებაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics