12:46 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 18:34:34, 964 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის გამგეობამ სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების განცხადებები განიხილა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურმა კომისიამ, დღეს პირველი სხდომა გამართა და 26 ბენეფიციარის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების თხოვნით განცხადებები განიხილა. სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია უძღვებოდა. 

26 მოქალაქემ მუნიციპალიტეტის გამგეობას საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების თხოვნით განცხადებით მიმართა. 9 ბენეფიციარის მოთხოვნა 500 ლარიანი დახმარების მიღებაზე დაკმაყოფილდა. 

დანარჩენი განცხადებები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა პროექტებით დაკმაყოფილდება.

“ჩვენ დიდი შრომა გავწიეთ და თითოეული ბენეფიციარის მდგომარეობა ადგილზე გადავამოწმეთ, არ დაგვიტოვებია არცერთი ოჯახი, რომელიც ჩვენგან, გამგეობისგან დახმარებას საჭიროებდა. მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველთვის მზადაა დაეხმაროს სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს და გააუმჯობესოს მათი ეკონომიკური მდგომარეობა“ - განაცხადა გიზო სართანიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics