00:33 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-02 15:01:54, 3979 ნახვა

Lifestyle
ოპრა უინფრი პრინც ჰარის და მეგან მარკლის ინტერვიუს შემდეგ შოკირებულია

დღე-დღეზე სასექსების წყვილის სკანდალური ინტერვიუ მზის შუქს იხილავს. საუბარი ოპრა უინფისითან ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ამერიკულ ჟურნალში შედგა, რომლის ჩანაწერის შემდეგ, ტელეწამყვანმა დაწერა, რომ „შოკირებულია გაგონილით“. ამ ინტერვიუს, ბრიტანეთის მონარქიის ოჯახის წყლის გამყოფს უკვე უწოდებენ. ინტერვიუს ანონსიდან ვიგებთ, რომ საუბარი მეტწილად ბუკინგემის სასახლეში ცხოვრების ნიუანსებზე წარიმართა. მაყურებლები ელოდებიან, რომ მეგანი და ჰარი სასახლიდან წამოსვლის ნამდვილ მიზეზებზე ისაუბრებენ. აქამდე წყვილი დეტალებზე საუბრისგან თავს, სამეფო კარის რეგლამენტის გამო იკავებდა. ახლა, როცა სასექსებს პრაქტიკულად ყველა სამეფო რეგალია ჩამოართვეს, მათ სიმართლის თქმისგან არაფერი აბრკოლებს. „მინდა ხმამაღლა ვთქვა ყველას გასაგონად: აქ აკრძალული თემები არ არსებობს",-ამბობს უინფრი ინტერვიუს ხანმოკლე ტიზერში. „დუმილი თვითონ არჩიე, თუ დაგაძალეს",- ეკითხება ტელეწამყვანი მარკლს ინტერვიუს დროს. ტრეილერის სახელია „რთულია გადარჩე", სავარაუდოდ, ეს ინტერვიუდან ამოღებული ფრაზაა. ინტერვიუსთვის მეგან მარკლმა, რომელიც ფეხმძიმობას აღარ მალავს, არმანის კაბა, Aquazzura-ს ფეხსაცმელი, Cartier-ის სამაჯური და Birks-ის საყურე შეარჩია, რითაც მოდის ბლოგერებისგან მოწონება დაიმსახურა. ბევრი ინსაიდერი თვლის, რომ სასექსები ამ ინტერვიუთი სამეფო კართან ურთიერთობებს საბოლოოდ „გაანადგურებენ". მეორეს მხრივ, წყვილი ზუსტად ამისთვის წლებია იბრძვის. სკანდალური ინტერვიუ ამ დღეებში სრულად გამოვა.









ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics