23:48 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 09:27:28, 617 ნახვა

სამართალი
შსს დღეს დაგეგმილი აქციის გამო, ტრანსპორტის გადაადგილებაზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი დღეს დაგეგმილი აქციის დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით დედაქალაქში გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს.

ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

„08:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, რადგან აქციის ორგანიზატორები იწყებენ სცენის მონტაჟს. 14:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება ვარდების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე. აქციის მიმდინარეობისას ასევე შეიზღუდება მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე და რუსთაველის გამზირთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე. აქციის მსვლელობისას ავტოტრანსპორტი იმოძრავებს თაბუკაშვილის ქუჩაზე და კოსტავას გამზირზე გმირთა მოედნის მიმართულებით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. აქციის დაწყებამდე იქნება ორი დიდი შეკრება: ერთი ვარდების მოედანზე, ხოლო მეორე კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოეწყობა. აქცია 16:00 საათისთვის დაიწყება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics