2020-03-24 09:47:20, 4672 ნახვა
ომი უკრაინაში
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით 7 პაციენტია მოთავსებული
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით 7 პაციენტია მოთავსებული. როგორც ცნობილია, ტესტირებისთვის მათ ნიმუშები უკვე აუღეს.
ნესტან ჭეიშვილის, ექიმი ინფექციომისტის თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას ორმხრივი პნევმონია აქვს.
"ამჟამად 7 პაციენტზე იქნა აღებული სავარაუდო შემთხვევა covid19-ზე. ყველა არის საზღავრგარეთ ვიზიტირებული. ანუ მათ ჰქნდათ საზღავრგარეთ მოგზაურობის ისტორია. ერთი პაციენტი გადმოყვანიალია შედარებიტ მძიმე მდგომარეობაში, სუნთქვის მძიმე უკმარისობით, ორმხრივი პნევმონიით, გულ-ფილტვს უკმარისობით. არასრულწლოვანსაც ორმხრივი პნევმონია აქვს. საშუალო სიმძმისაა, სტაბილურად", - განაცხადა ნესტან ჭეიშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,