2019-08-02 18:37:41, 9271 ნახვა
ევროპის ამბები
ხუხაშვილი ლარის კურსზე: ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს შეეშინდათ, დაიწყეს ფულის კონვერტირება და უცხოეთში გატანა
"ლარის კურსის ვარდნის აქციებზე დაბრალება იმ სიტუაციაში, როდესაც მიწოდება არ შემცირებულა, ნიშნავს რომ პოლიტიკური რისკების გამო, გაჩნდა ზემოთხოვნა დოლარზე. ეს თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს შეეშინდათ, დაიწყეს ფულის კონვერტირება და უცხოეთში გატანა. ფაქტიურად, აღიარებითი ჩვენებაა. ეს იგივეა, როდესაც 2008-ში ვიღაცა წითელი ხიდის გავლით გარბოდა. იმედია, ოდესმე გავიგებთ ჩვენი დროის გმირების გვარებს".
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ლარის კურსზე და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე, სადაც ისინი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ანტისაოკუპაციო აქციებს უკავშირებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,