2015-06-14 16:53:39, 798 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდება
საქართველოში, 13–14 ივლისს, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნის საპატივსაცემოდ, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობის შესაბამისი განკარგულება უკვე მომზადებულია, რომელსაც ხელს მოაწერს.
„სამწუხაროდ ჩვენ გვყავს დაღუპულები და მინდა მათ ოჯახებს, საქართველოს მთავრობის სახელით, მივუსამძიმრო. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის. ვაპირებთ 15 ივნისი გლოვის დღედ გამოვაცხადოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან