16:28 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 12:50:17, 643 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ ავღანეთში მყოფ სამხედროებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე ტელეხიდით ავღანეთში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს მიულოცა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მინდია ჯანელიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებს მიმართეს და წარმატებები უსურვეს. მათ ქაბულში საქართველოს სამხედრო წარმომადგენლობას, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს და მაზარ-ე-შარიფში „მარმალის“ ბაზაზე დისლოცირებულ 31-ე ბატალიონის ასეულს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ვიდეოჩართვით საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფს მიმართეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე სამხედროებს, ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტის პირადი შემადგენლობის სახელით, საქართველოს უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემაც მიულოცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics