|
2017-02-25 16:00:28, 3707 ნახვა
კულტურა
Aerosmith-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების 99% 3 საათში გაიყიდა
ამერიკული როკჯგუფის, Aerosmith-ის კონცერტის მიმართ გამოხატულმა ინტერესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა დღეს, დილის 9:00 საათზე დაიწყო და დღის 12:00 საათისთვის ბილეთების 99% უკვე გაყიდული იყო. Google analytics-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოს გარდა, აქტივობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მეზობელი ქვეყნებიდან: სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი. ასევე, დიდი დაინტერესებაა შავი ზღვის სანაპიროს სასტუმროებში განთავსებაზე, რაც ხელს შეუწყობს 2017 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას. Check In Georgia-ს პროექტის ფარგლებში, 20 მაისს, Black Sea Arena როკის შემსრულებელ, ყველა დროის საუკეთესო ჯგუფს Aerosmith-ს უმასპინძლებს. ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის გრანდიოზული ევროტურის “Aero-Vederci Baby!” ფარგლებში წარდგება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)