2015-03-02 11:23:43, 879 ნახვა
მსოფლიო
ჯონ ქერი: ვაშინგტონს ნემცოვის მკვლელობაზე ინფორმაცია არა აქვს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის განცხადებით, ვაშინგტონს რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არა აქვს.
ქერის თქმით, ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება ჯერ ნაადრევია.
„აშშ რუსეთის ხელისუფლებისგან ბორის ნემცოვის მკვლელობის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს. მნიშვნელოვანია, არამხოლოდ მკვლელობის შემსრულებელის მკაცრად დასჯა, არამედ დამკვეთებიც მკაცრად უნდა დაისაჯონ“,-განაცხადა ჯონ ქერიმ.
შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს, რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, მოსკოვის ცენტრში ვასილევკის დაღმართზე ოთხი გასროლით მოკლეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან