16:14 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 15:41:21, 1316 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ქუმსიშვილი მოსახლეობას: არ შეიქმნათ არასწორი მოლოდინები, იყიდეთ ვალუტა მაშინ, როცა გჭირდებათ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბოლო პერიოდში ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებს განმარტავს.

როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითადად კურსის გაუფასურება ერთჯერად ტრანზაქციებს უკავშირდება. ქუმსიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, არასწორ მოლოდინებს ნუ შეიქმნიან. ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ლარის კურსთან დაკავშირებით არსებული ვითარება ერთჯერადია და კურსი დასტაბილურდება:

„მიზეზებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, ბაზარს ნამდვილად თვალს ვადევნებთ. ერთი მხრივ,  ეს არის  ერთჯერადი ტრანზაქციები,  ერთჯერადი მოთხოვნები, მეორე მხრივ, მინდა, ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებით ჩვეულებრივ მოსახლეობას, ჩემნაირ ადამიანებს, ვისაც არ აქვს სპეციალური ცოდნები  უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებით,  ძალიან გთხოვთ, იყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ და გაყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ. არ შეიქმნათ არასწორი მოლოდინები , რომ რაღაცა განსაკუთრებული მოხდება ერთ, ან სხვა დროს.ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სამწუხაროდ, მოსახლეობა ყოველთვის აკეთებს პირიქით-ყველაზე მაღალ კურსზე როგორც წესი ყიდულობს ხოლმე  და ყველაზე დაბალ კურსზე ყიდის. მოვლენა, რომელიც ახლა გვაქვს ერთჯერადია და ის ჩადგება თავის კალაპოტში“,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კვარაცხელია - საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ხმის მისაცემად უნდა ჩამოვიდეს ქვეყანაში
ხუნდაძე -ფასების შემცირებაზე კომისია შევქმენით, მაგრამ ფასები იზრდება
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics