2015-02-21 12:57:47, 972 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთზე სამხედრო უპირატესობას მიაღწევს
„არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ შესაძლებელია რუსეთზე სამხედრო ილუზიის უპირატესობის მიღწევა“,-ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მამულის დამცველთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
პუტინის თქმით, რუსეთი გარე ზეწოლის მუქარას ყოველთვის ადეკვატურად უპასუხებს.
„არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ შესაძლებელია რუსეთზე სამხედრო უპირატესობის მიღწევა. ჩვენმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა დაამტკიცეს, რომ მზად არიან პროფესიონალურად და მამაცურად იმოქმედონ. შეასრულონ ყველაზე რთული არასტანდარტული დავალებები, როგორც ეს ბრძოლისუნარიან თანამედროვე არმიას შეეფერება“,-განაცხადა კრემლის ლიდერმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან