00:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-11 12:41:23, 523 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა დაეხმაროს ირანელებს თავისუფლების მოპოვებაში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მზადაა დაეხმაროს ირანში მომიტინგეებს თავისუფლების მოპოვებაში.

ტრამპმა ეს თავის Truth Social ანგარიშზე დაწერა.

ტრამპმა მიანიშნა, რომ აშშ შეიძლება ჩაერიოს იმ მომიტინგეების სახელით, რომელთა წინააღმდეგაც ირანის რეჟიმი ძალას იყენებს.

„ირანი თავისუფლებას ეძებს, შესაძლოა ისე, როგორც არასდროს. აშშ მზადაა დასახმარებლად!!!“ - წერს თეთრი სახლის ხელმძღვანელი.

ტრამპმა ბოლო კვირის განმავლობაში რამდენჯერმე განაცხადა, რომ სამხედრო ძალას გამოიყენებს, თუ ირანის რეჟიმი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. მე ძალიან ნათლად განვაცხადე, რომ თუ ისინი ადამიანების მოკვლას დაიწყებენ, როგორც ეს წარსულში გააკეთეს, ჩვენ ჩავერიებთ... ეს არ ნიშნავს, რომ ჯარებს გავგზავნით, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ იქ, სადაც ძალიან მტკივნეულია“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს პარასკევს.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, Human Rights Defenders in Iran-ის ცნობით, პარასკევის საღამოს მონაცემებით, საპროტესტო აქციებში სულ მცირე 65 ადამიანი დაიღუპა.

„Wall Street Journal“-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა წინასწარი მოლაპარაკებები გამართეს ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციების სისხლიანი დარბევის გამო.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ირანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს.

ირანში საპროტესტო აქციები 28 დეკემბრიდან მიმდინარეობს, რაც ეროვნული ვალუტის კრახსა და მასობრივ ინფლაციას უკავშირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics