23:42 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-23 14:27:47, 1419 ნახვა

ეკონომიკა
EUROMONEY-ს მორიგი აღიარება - თიბისიმ საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო

მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა და ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ - EUROMONEY, ზედიზედ მეორედ, საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკად თიბისი დაასახელა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ გასულ წელსაც მიიღო.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორგზის საერთაშორისო აღიარება ციფრული ბანკინგის მიმართულებით, რადგან ეს ნიშნავს, რომ თიბისის მომხმარებლებს  ვთავაზობთ საუკეთესო სერვისებს და პროდუქტებს, მათზე მორგებულსა და რელევანტურს.

ამასთან, გასულ წელს, თიბისის მობილურ აპლიკაციას დაემატა ბევრი ინოვაციური პროდუქტი და სერვისი. ახალ თიბისი ბარათთან ერთად, ციფრულდება და აპლიკაციაში ხელმისაწვდომი ხდება ყველა სერვისი.

Euromoney-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშიც ხაზგასმულია, რომ თიბისიმ ციფრულ ბანკინგში სერიოზული და ინოვაციური ცვლილებები განახორციელა, რამაც შთამბეჭდავად გაზარდა ახალი აქტიური მომხმარებლების რიცხვი.  

„ამ მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება ჩვენთვის დიდი პატივია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში ჩვენს ლიდერ პოზიციას ციფრულ საბანკო სფეროში, სადაც ვუზრუველვყოფთ მომხმარებელზე ორიენტირებულ გამოცდილებას onboarding-იდან ყოველდღიურ საბანკო მომსახურებასა და ინვესტირებამდე“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics