15:08 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 14:46:10, 808 ნახვა

კომენტარი
ჭიაბერაშვილი: ერთი საპარლამენტო პარტიის გენერალური მდივანი უკანონო პოლიტიკური პატიმარია, მეორისას იარაღს ესვრიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს ეხმაურება.

„გაუგონარი რამ ხდება ამ ქვეყანაში. სრული დაუსჯელობა და ქაოსი. კრიმინალის ბოგინი.

ერთი საპარლამენტო პარტიის გენერალური მდივანი უკანონო პოლიტიკური პატიმარია, მეორისას იარაღს ესვრიან“, - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის,  დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.

ალექსი პეტრიაშვილს ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics