13:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-02 18:32:15, 5835 ნახვა

სპეციალური ანონსი
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საყოველთაო კამპანიას „აწარმოე უკრაინისთვის“ იწყებს

უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობით ფართომასშტაბიან კამპანიას „აწარმოე უკრაინისთვის“ იწყებს. წამოწყებას „თიბისი“-ც უერთდება.

კამპანიის მიზანია დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულ უკრაინელ მოსახლეობას, ასევე საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან და სახელმწიფოს ხელშეწყობით სხვადასხვა სასტუმროში არიან გადანაწილებული. ამბის შესახებ „თიბისი ბანკი“ იუწყება.

„სახელმწიფო და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უზრუნველყოფს კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქციის გაგზავნასა და საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის მიწოდებას.

პროექტში უკვე ჩაერთნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები. კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა აქვს ყველა ქართულ კომპანიას, რომელიც შეძლებს საკვები, ჰიგიენის, ფარმაცევტული პროდუქციის, ასევე ტანსაცმლისა და სხვა საშუალებების, მათ შორის ბრეზენტის ნაჭრების, საწვავის გადასატანი ავზების, იატაკის საიზოლაციო მასალისა და სხვ. მიწოდებას.

კამპანიაში ჩასართავად, კომპანიებმა შემდეგი ფორმა  უნდა შეავსონ  - https://bit.ly/3hnb8oL

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის, 1525 საშუალებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics