09:52 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 11:03:16, 7273 ნახვა

სამხედრო
სიტუაციური სწავლება საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონში

საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ (რადიაციული, ქიმიური და  ბიოლოგიური)  დაცვის ასეულმა   დაბინძურებული  ტერიტორიის დეკონტამინაციის მიზნით,  სიტუაციური სწავლება ჩაატარა.   სწავლების სცენარის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებმა ურბანულ გარემოში  მოქალაქეების, ავტოტექნიკისა და ტერიტორიის დასუფთავება  განახორციელეს.

პირადმა შემადგენლობამ დაბინძურებული გარემოს  გაწმენდა იმ სპეციალური  ტექნიკისა და აღჭურვილობის  გამოყენებით უზრუნველყო, რომელიც ქართულ მხარეს  ამერიკელი და გერმანელი პარტნიორებისგან უსასყიდლოდ გადაეცა.

საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეული  მსგავს  წვრთნებს რეგულარულად გადის  და მათ ამერიკელი და გერმანელი ინსტრუქტორები ამზადებენ.

საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი   გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ძალების რქბ სკოლასა და  აშშ-ის  „თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან“ DTRA მჭიდროდ თანამშრომლობს. 









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics