11:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 15:55:45, 7667 ნახვა

ომი უკრაინაში
თურნავა: მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენი მოქალაქეების ჩამოსაყვანად შევინარჩუნოთ რამდენიმე ავიამიმართულება ევროპიდან საქართველოში

„ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შევინარჩუნოთ თუნდაც რამდენიმე მიმართულება ევროპიდან საქართველოში, რასაც  მოემსახურება „აირზენა" და ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ძალიან ოპერატიულად იქნება ხოლმე გავრცელებული", - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჩამოსვლის სურვილი აქვთ და ეს გაურთულდათ იმის გამო, რომ შემცირდა ან შეწყდა საჰაერო მიმოსვლა სხვადასხვა ქვეყანას შორის, მათ შორის საქართველოსთან. 

„საგარეო საქმეთა მინისტრმაც განმარტა, რომ ჩვენი საელჩოები და საკონსულოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ახლა მაქსიმალურ აქცენტს ვაკეთებთ ეროვნულ, ქართულ კომპანიაზე - „აირზენაზე" და მის რესურსზე. „აირზენა" მაქსიმალურად, ჩვენი მხარდაჭერით აგრძელებს ფრენებს სხვადასხვა ევროპული ქალაქიდან. რა თქმა უნდა, არ ვიცით როგორ შეიცვლება ეს გეოგრაფია, რადგან ეს არ არის მარტო ჩვენი გადასაწყვეტი საკითხი და ქვეყნების მთავრობებიც ცვლიან თავიანთ პოლიტიკას, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდებით, შევინარჩუნოთ თუნდაც რამდენიმე მიმართულება ევროპიდან საქართველოში" , - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, იმ ფონზე, რა პროცესებიც მიმდინარეობს გლობალურად, რის გამოც სულ უფრო მეტი ავიაკომპანია წყვეტს ფრენებს, საქართველოშიც  მინიმუმამდეა დაყვანილი პირდაპირი ფრენების რაოდენობა და არის მოლოდინი, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო  შემცირდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics