|
2020-03-04 16:38:11, 6091 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალურ აფრიკაში გააცილა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მეხუთე როტაციას განახორციელებს. სამხედრო მოსამსახურეები ალექსეევკას სამხედრო აეროდრომიდან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, დიეგო კოლასმა გააცილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მათ მხარდაჭერა აღუთქვა, სამშვიდობო მისიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშვიდობით დაბრუნება უსურვა. ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეულის ჯარისკაცები კაპიტან მალხაზ აბაშიძის მეთაურობით, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა „უკატექსზე“ შეასრულებენ. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)