12:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 11:29:40, 865 ნახვა

მსოფლიო
ნატო-ში რუსეთისგან ბირთვულ საფრთხეს განიხილავენ

ნატო-ში რუსეთისგან  პოტენციურ ბირთვულ საფრთხეს განიხილავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თებერვალში,  ბირთვული დაგეგმარების საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელშიც  ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები,  რუსეთის მხრიდან ბირთვულ საფრთხეს განიხილავენ.

ცნობილია, რომ სხდომას მხოლოდ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი არ დაესწრება, რადგან ის ბირთვული დაგეგმარების საბჭოს წევრი არ არის. თუმცა მასთან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს ცალკე გაივლიან.

Deutsche Welle-ს ცნობით, ნატო-ს შტაბ-ბინაში მომზადებულია რუსეთის მხრიდან საფრთხეების ანალიტიკური დასკვნა, რომელიც  თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს დაურიგდათ.

ამასთან  ცნობილია, რომ სხდომაზე მთავარი თემა აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის საზღვრებთან ახლოს, რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების გახშირებული ფრენები იქნება.

როგორც ალიანსის წევრები აცხადებენ, 2014 წელს მარტო ბალტიის ზღვის არეალში 150-ზე მეტმა რუსულმა ბობდამშენმა განახორციელა ფრენა, რაც ოთხჯერ აღემატება წინა წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics