2015-07-28 12:50:20, 705 ნახვა
სამართალი
ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა
საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს“ მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობები აღკვეთეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ირანის მოქალაქე ე.მ.-ის ხელბარგის დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა 8 აბი Acetaminophen codeine, ხოლო ბელგიის მოქალაქე ა.ჰ.-ის ხელბარგის დათვალიერებისას Tramadol (40 აბი) და Zaldiar (10 აბი) აღმოაჩინეს.
ორივე საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან