16:07 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-21 14:32:39, 6402 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს 29 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს ეროვნული გვარდია დაარსებიდან 29 წლის იუბილეს აღნიშნავს. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს იუბილე მიულოცა და სიტყვით მიმართა.

მან ყურადღება ქმედით და ეფექტიან რეზერვის ჩამოყალიბებაზე გაამახვილა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებს შეეხო, რაც ჯარისკაცებისთვის პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.

„ეროვნული გვარდია თავდაცვის ძალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ქმედითი და ეფექტიანი რეზერვის სისტემის ჩამოყალიბება გვარდიის უმთავრესი ამოცანაა. ძლიერი რეზერვი ძლიერი თავდაცვის გარანტიაა. ჩვენ გავაძლიერებთ არსებულ რეფორმას და შევქმნით რეზერვის ისეთ სისტემას, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაში ქვაკუთხედი გახდება“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა.

ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა საქართველოს მთლიანობისათვის თავდადებულ გვარდიელთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო. დღესვე ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო ცეცხლსასროლი იარაღებით და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ეროვნული გვარდიის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, ODC-სა და Valiant-ის წარმომადგენლები, საფრანგეთის თავდაცვის ატაშე და ვეტერანი გვარდიელები დაესწრნენ.

საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს დაარსდა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. დღეს გვარდიელები მონაწილეობას იღებენ ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics