22:47 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 13:32:15, 659 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური: კანონიერ ქურდებს ვაკავებთ, მაგრამ ამის აფიშირება არ ხდება

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქვეყანაში სამართალდამცავები კანონიერ ქურდებს აკავებენ,თუმცა ამის აფიშირება არ ხდება. 
„კანონიერი ქურდების დაკავება მოხდა აჭარაში, თბილისში, თუმცა არ გამოვდივართ და ამას ტელევიზიით არ ვსაუბრობთ. არ ხდება ამის რეკლამირება. თუმცა, ვმუშაობთ“, – აღნიშნა მინისტრმა. 
აქვე გომელაური, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობების შეფასებას, კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებათან დაკავშირებით, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში, კრიმინალი ხან იმატებს, ხან იკლებს, თუმცა, სიტუაცია, გამძაფრებული არ არის. 
„ნათქვამია, რომ კრიმინოგენული სიტუაცია გამძაფრებულია, მე ამაზე ვერ დაგეთანხმებით. ჩვენ ევროკავშირთან გვქონდა თანამშრომლობა და მათი დახმარებით დავდეთ სტატისტიკა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. არ ვამბობ, რომ სულ იკლებს, ხან არის მკვლელობის, ხან წვრილმანი ქურდობს მატება, ხან არის კლება. ჩვეულებრივი თემაა.  ხან ხდება მკვლელობა... შსს  არსებობს იმისთვის, რომ დანაშაული აღვკვეთოთ,  თუ ყველაფერი იდეალურად იქნება, ალბათ გავაუქმებდით შსს–ს.  ვერ ვიტყვი, რომ 2012 წლიდან იმატებს კრიმინალი და დაიქცა ყველაფერი, პირიქით, კლება იყო“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics