16:11 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-24 18:25:06, 444 ნახვა

საზოგადოება
ივანიშვილი: საზოგადოება არავის არაფერს აპატიებს

„საზოგადოება არავის არაფერს აპატიებს“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც იური ვაზაგაშვილის საეკლესიო პანაშვიდი მიმდინარეობს.

მისი თქმით, ჭიკაიძემ კარგი ნაბიჯი გადადგა, რითაც ჩანს, რომ ხელისუფლება საზოგადოებას ანგარიშს უწევს.

„ვფიქრობ, ჭიკაიძემ კარგი ნაბიჯი გადადგა. მისი ნაბიჯით ჩანს ხელისუფლების ხელწერა. ისინი საზოგადოებას ანგარიშს უწევენ. საზოგადოება არავის არაფერს აპატიებს. დაველოდოთ გამოძიებას და გავიგებთ შემდეგ შედეგებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, ალექსანდრე ჭიკაიძემ შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პრემიერს თხოვნით გუშინ მიმართა.

როგორც ჭიკაიძემ განმარტა, მისი გადადგომის მიზეზი ბოლო დროს  მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებებია, რომ თითქოს ის ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს ხელს აფარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics